რუსეთში მცხოვრები ქართველი მოდელი, მირანდა შელია სოციალურ ქსელში ქართველ გამომწერებს მიმართავს და ურჩევს, რომ მის მიმართ აგრესია არ გამოხატონ:
“ჩემო უკეთილშობილესო ქართველო კეთილის მსურველებო! ტყუილად ნუ დაიღლით თავს ჩემი მისამართით ბოღმის ნთხევით. შემოგევლოთ თქვენ სრულიად რუსეთი! რომ მწერთ იხურება ინსტაგრამი და რით რეალიზირდებიო? მე უკვე რეალიზირებული ვარ ყველა ასპექტში. თქვენგან განსხვავებით! ნუ ნერვიულობთ! პოსტები მექნება ხვალ, ზეგ და უსასრულოდ აქ, ამ პლათფორმაზე! უსურვეთ ყველას სიკეთე და იგივე სიხარულში და ბედნიერებაში იქნებით აწ და მარადის!" – წერს მირანდა შელია.