გიორგი ყიფშიძე და ენი გასიევა გადაცემა "საღამოს პოსტს" ესტუმრნენ, სადაც ოჯახურ ცხოვრებასა და თავიანთ ურთიერთობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, სასიამოვნოა ასეთ რთულ დროს ყურადღების გადატანა და ცხოვრებაში ცოტაოდენი მხიარულების შემოტანა.
გიორგიმ და ენიმ ერთმანეთი ენის მეგობრის მიერ მოწყობილ წვეულებაზე გაიცნეს. მომავალი ქმარი ენის მანამდე მხოლოდ ეკრანზე ჰყავდა ნანახი, გიორგიმ კი აღნიშნა, რომ ენი თავიდანვე მოეწონა, თუმცა იგი მისი შვილის, ნატალია ყიფშიძის თაობის წარმომადგენელი იყო და თავიდანვე ურთიერთობა არ უცდია, მანამ, სანამ ახლოს არ გაიცნო და არ მიხვდა, რომ ასაკთან შედარებით ენი უფროსს ჰგავდა და ძალიან ბევრი საერთო ჰქონდათ ერთმანეთთან.
„სულ რაღაც 3 წელია ერთად ვართ და უკვე 2 ბავშვი გვყავს“ - თქვა მსახიობმა და მისი მეუღლისა და შვილის ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, წყვილის ურთიერთობაში ნატალიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან თავიდან ენი არ მოსწონდა, თუმცა დამოკიდებულება მალევე შეიცვალა და დღემდე კარგი მეგობრები არიან.
„თეატრში დავპატიჟე და მოვიდა ბიჭთან ერთად. მეორედაც ბიჭთან ერთად მოვიდა. რაღაც განვიცადე. თურმე უბრალოდ ძალიან ახლობელი ადამიანი ყოფილა.“ - იხსენებს გიორგი.
ორი შვილის გავლენით, წყვილს ოჯახური პასუხისმგებლობები და მოვალეობები თანაბრად აქვს განაწილებული. გიორგი უვლის ბავშვებს, სახლს, სარეცხს... მაშინ, როდესაც ენი მათ კვებასა და დაძინებაზეა პასუხისმგებელი.
„ენი ისტერიჩკას მეძახის. ამ ასაკში მამობა კიდევ სხვა რამეა, ნატალიას უფრო უმცროსი დასავით აღვიქვამდი.“ - თქვა ყიფშიძემ.
გიორგისთვის ენი მესამე ცოლია. მას ოთხი შვილი ჰყავს და ოთხივე მათგანს საკმაოდ ახლო, მეგობრული ურთიერთობა აქვს ენისთან.