რამდენიმე დღის წინ დემნა გვასალიამ "ბალენსიაგას" ჩვენება მოაწყო, რომელიც მან რუსეთ-უკრაინის თემას მიუძღვნა და კოლექციაც ამ თემატიკის ელემენტებით წარმოადგინა.
მოდელი ბელა ჰადიდი, რომელიც დემნასთან აქტიურად თანამშრომლობს და ამ ჩვენებაზეც ერთ-ერთი წამყვანი მოდელი იყო, სოციალურ ქსელში დემნას საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს:
„დემნა, მადლობა ამხელა ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, დაწყებული მოდიდან, დამთავრებული სხვა ღირებულებებით. ეს არის იმის მიზეზი, რატომაც ვაკეთებ მე იმას, რაც მსურს. ეს იყო ყველაზე მოძრავი და ენერგიული შოუ, რომელზე გავლის პრივილეგიაც ოდესმე მქონია. ძალიან მაგარი და ამაყი გრძნობა იყო ერთდროულად. ყოველი შოუს შემდეგ უფრო და უფრო მეტ შთაბეჭდილებას ახდენ ჩემზე. ვამაყობ, რომ შენთან ვმუშაობ. მადლობა, დემნა, მადლობა "ბალენსიაგას" გუნდს, ყველანი შესანიშნავები ხართ“ - წერს მოდელი.
ბელა ჰადიდი შოუდან მიღებულ თანხას უკრაინელების დასახმარებელ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს.