უკრაინის პირველი ლედი სოციალურ ქსელში ყოველდღიურად აქვეყნებს ინფორმაციას და საზოგადოებას უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ სიახლეებს აცნობს. ამჯერად კი მან abnews-თან საუბრისას მეუღლის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მის გამო ეშინია და ღელავს:
"როგორც ყველა ქალს უკრაინაში ახლა, მეც მეშინია ჩემი ქმრის გამო... მე ასევე ვიცი, როგორი ძლიერი და გამძლეა ის. მას უყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, მას უყვარს თავისი ერი, თავისი ოჯახი და მას ვუყვარვარ მე.
და მე ვიცი, რამდენად ძლიერია ეს გრძნობები, ამიტომაც, ამ ყველაფერს ის ბოლომდე დაიცავს", - ამბობს ოლენა ზელენსკა.