მარი კავალიე გახდა პრინცესა მარი, როდესაც ის დანიის პრინც იოაკიმეზე, დედოფალ მარგარეტ II-ის უმცროს შვილზე დაქორწინდა. პრინცესას ნიშნობის ბეჭედს ძალიან უნიკალური დიზაინი აქვს.
სამეფო ექსპერტებმა პრინცესა მარის ნიშნობის ბეჭედი შეაფასეს, როგორც "არაჩვეულებრივი".
მათ თქვეს, რომ ეს, ალბათ, ყველა დროის ყველაზე საკამათო სამეფო ნიშნობის ბეჭედია, ყოველ შემთხვევაში, სტილის მიხედვით მაინც.
ბეჭედი მთლიანად ოქროა და მორთულია ლალის, ბრილიანტისა და საფირონის ქვებით.
ძვირფასი ქვების ეს თანმიმდევრობა ბაძავს საფრანგეთის ეროვნულ, სამფეროვან დროშას.
მარი კავალიე დაიბადა პარიზში, საფრანგეთში.
პრინცი იოაკიმე ასევე ნახევრად ფრანგია, მამის მხრიდან.
წყვილი ცხოვრობს საფრანგეთში შვილებთან, დანიის პრინცესა ათენასთან, რომელიც 10 წლისაა და დანიის პრინც ჰენრიკთან, რომელიც 12 წლისაა.
იოაკიმი მუშაობს თავდაცვის სფეროში, საფრანგეთში, დანიის საელჩოში.
ბეჭედი არა მხოლოდ პრინცესა მარისა და პრინც იოაკიმის ქორწინების სიმბოლოა, არამედ, როგორც ჩანს, პრინცის მხრიდან მარის წარსულის პატივისცემასაც გამოხატავს.
მაგრამ, როდესაც ტახტის სხვა მემკვიდრემ, დანიის პრინცმა ფრედერიკმა შესთავაზა მერი დონალდსონს, ახლა უკვე გვირგვინოსან პრინცესა მარიამს, დაქორწინება, მან ეს გააკეთა ზურმუხტისფერი ბრილიანტით, რომელსაც გვერდით ლალის ბაგეტი ეკრა და დანიის დროშას განასახიერებდა.
სწორედ ამიტომ, დანიაში პრინცესა მარის ბეჭედზე ბევრი მითქმა-მოთქმა გაჩნდა და ხალხი უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა.
"ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე პრინცესა მარის, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად მახინჯია.” - წერდნენ მერი დონალდსონის ბეჭდის შესახებ.
ერთი კაბის ისტორია: პრინცესა დაიანას საკულტო შავი კაბა, რომლითაც მან ტრავოლტასთან ერთად იცეკვა
9 საოცარი სამეფო დიადემა საოცარი ისტორიით
ბრილიანტებით ნაქარგი ვერცხლისფერი კაბა: რა არის ცნობილი ბრუნეის ულამაზესი პრინცესას, 36 წლის ფადზილას საქორწინო ცერემონიის შესახებ?