უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ალა პუგაჩოვამ მეუღლესთან, მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერთად ქვეყანა დატოვა. ის ახლა ისრაელში იმყოფება და, როგორც ცნობილია, რუსეთში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ალა პუგაჩოვა სოციალურ ქსელს დაუბრუნდა და პატარა უკრაინელი გოგონას ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც უმძიმეს ისტორიებს ჰყვება.
პატარა კირა მარიუპოლიდან გვიყვება, როგორ ემალებოდნენ რუსული ჯარის სისასტიკეს სარდაფში, როგორ აფეთქდა მის წინ ჭურვი და როგორ დაინახა გარდაცვლილი ადამიანები.
„მე ხშირად ვესაუბრები ბავშვებს ტელევიზიიდან, იმდენი ლამაზი საბავშვო ზღაპარია მოსაყოლი. ბავშვები არ უნდა გადიოდნენ ამ ჯოჯოხეთს. ეს უკრაინელი გოგონაც ვინმეს ესხმოდა თავს? არა“ – წერს ალა პუგაჩოვა.