ქეით მიდლტონის ბავშვობის სახლი ბრედფილდ საუთენდში მდებარეობს და ის 2011 წელს 500 000 ფუნტად გაიყიდა. ჰერცოგინია გაიზარდა წითელი აგურის ვიქტორიანულ კედლებში, ბერკშირში, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.
სახლს თან ახლავს ულამაზესი ბაღი, რომელიც სათანადოდაა დაცული ძაღლებისგან და იმხელაა, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი ვერტმფრენის დაშვებაც კი.
თავდაპირველად, შენობა მხოლოდ 4 ოთახისგან შედგებოდა და მაიკლ და კეროლ მიდლტონებმა ის 1979 წელს 34,700 ფუნტად იყიდეს.
სახლის მახლობლად ინგლისის ბრედფილდის ეკლესიის დაწყებითი სკოლა იყო, სადაც ჰერცოგინია რვა წლის ასაკამდე სწავლობდა.
სამზარეულო იყო პატარა, დახრილი სახურავით, კრემისფერ და შავი ფერში გაფორმებული, თუმცა მაგიდისა და სკამებისთვის ადგილი არ რჩებოდა.
ქეითის მშობლების დიდი ძალისხმევისა და მონდომების დამსახურებით, სახლი საგრძნობლად შეიცვალა და გალამაზდა, თუმცა მიდლტონმა მისი გაყიდვა მაინც გადაწყვიტა და დაახლოებით მილიონ-ნახევარ დოლარად გაყიდა.
„უილიამი საათობით არწმუნებდა ქეითს, რომ მისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა“ - ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შედარებით უცნობი ისტორია წვეულებიდან
„ქეითს არ შეუძლია დასაძინებლად დედოფალზე ადრე წავიდეს, გადაიღოს "სელფი“... - ნახეთ, რისი უფლება არ აქვს ქეით მიდლტონს
რატომ არ სურდა პრინც უილიამს ქეით მიდლტონზე ქორწინება?