მომღერალი აჩიკო მეფარიძე ძალადობაშია ბრალდებული. მას შესაბამისი მუხლით ბრალი უკვე წარუდგინეს. ინფორმაციას AMBEBI.GE ავრცელებს, რომელსაც აღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
7 აპრილს ვაკეში მომხდარი ფაქტის გამო მომღერალს ქალი უჩივის, რომელიც ამბობს, რომ მანქანით გადასწრების გამო მას აჩიკო მეფარიძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მისი თქმით, მეფარიძემ ჯერ მანქანას წიხლი დაარტყა, შემდეგ კარი გააღო და მას თავს დაესხა.