ნიკოლოზ წულუკიძის მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორისაა „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი, რომელმაც საკუთარ ოჯახში მომხდარი მსგავსი ტრაგედია გაიხსენა:
„11 წლის წინ ზუსტად ეგეთი უბედური შემთხვევის გამო დავკარგეთ ჩემი დაიკო. აგონია გრძელდება წლები, მთელი ცხოვრება თუ არა. არ არსებობს სანუგეშო სიტყვა“, – წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.