მამა შალვა კეკელიამ ისაუბრა, თუ რატომ იღუპებიან ბავშვები და როგორ უნდა გავუძლოთ ამ სიმძიმეს:
„ამ კვირაში ძალიან მძიმე უბედურება მოხდა ჩვენს ქვეყანაში. პატარა კიტა, კონსტანტინე, წავიდა ზეცაში, ღმერთთან. ოჯახისთვის ძალიან მძიმე და მწარეა. ასევე დაგვტოვა სამი წლის მარტამ… წირვაზე
ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა, მამაო, რატომ ხდება ასეთი რაღაცები ამ ქვეყანაზე, რატომ იღუპებიან ბავშვები, რატომ ხედავენ მშობლები ამ ტკივილს. მე ძალიან ბევრ მშობელს ვხედავ, ვისაც შვილი გარდაეცვალა, აღარ ჰყავს… მაგრამ მათ მოახერხეს, დადგნენ ღვთის ტაძარში, წირვაზე… იციან, როგორ უნდა იურთიერთონ საკუთარ შვილებთან… მათ ეს ყველაფერი გაიაზრეს. უამრავი ადამიანია აქ ისეთი, ვისაც შვილი ღმერთთან ჰყავს წარმდგარი. ხშირად ამბობენ, ადამიანი მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა, ყველას ეხმარებოდა, პატრონობდა, ხელი გაწვდილი ჰქონდა და რატომ დაეშვა მის ცხოვრებაში ასეთი რამ, ამხელა უბედურება ამ ოჯახმა რატომ ნახა?
ყველა კითხვას აქვს პასუხი და პირველ რიგში, ამ ადამიანებმა საკუთარ თავში უნდა ნახონ პასუხი. წმინდა გაბრიელ ქიქოძეს, რომელსაც ხშირად ვახსენებ ჩემს ქადაგებებში, ხუთი შვილი და მეუღლე დაეღუპა. ნუთუ რამე დააშავა, რამე შესცოდა ღმერთს, ასეთი სასულიერო მოღვაწე იყო, შეყვარებული ღმერთსა და ერზე, მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა. ასეთ ადამიანს ერთ დღეს ხუთი შვილი და მეუღლე დაეღუპა. ისეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილა, რომ გასვენების შემდეგ ასეთმა დიდმა მამამ ვერ შეძლო სახლიდან გამოსვლა, სახლში ჩაიკეტა. მასთან მივიდა მისი მოძღვარი, ალექსანდრე ოქროპირიძე, საოცარი წმინდანი და უთხრა, მამაო, რას აკეთებ, შენ უნდა იყო მაგალითი, შენი შვილების სახით დაგევალა, რომ უფრო მეტად იმოღვაწეო ღვთის წინაშეო. იმ წამიდან მოვიდა გონს და მისი მოღვაწეობა ისეთი გახდა, რომ ყველამ იცის მის შესახებ. რაჭასა და იმერეთში უამრავი ტაძრის აშენება უკავშირდება მის სახელს. უამრავი სიკეთე გააკეთა… ბოლოს, როცა მიდიოდა იმქვეყნად, გაუჩერებლად ამბობდა შვილებისა და მეუღლის სახელს… მათთან შესახვედრად ემზადებოდა. მამა სერაფიმე წერდა – შენთან განშორება ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ვიცი, შენი შეხვედრის სიხარული ამ ტკივილს გადაფარავსო… საოცარი სიხარული იქნება ჩვენი შეხვედრაო. მაგრამ ეს სიხარული იქნება მაშინ, როცა ადამიანი მოახერხებს ისე ცხოვრებას, სადაც მისი შვილია… საოცრად წმინდად უნდა იცხოვრო და მოახერხო იქ მოხვედრა, სადაც შენი შვილი მოხვდა…“

„ღმერთო, რა დამავიწყებს ამ კადრს და ნიკას სიტყვებს სიონში...“ - რას წერს დიზაინერი ლიკა ყაზბეგი სოციალურ ქსელში
"შენ ისეთი რამ დაგემართა, რაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება... ვწერდი ამ წერილს და ყოველი სიტყვა ისე უსუსურად მეჩვენებოდა…" - ლანა ღოღობერიძის ემოციური წერილი ნიკოლოზ წულუკიძეს