სიახლე

"ეს ახალი ვირუსი მაღალი სიცხეებით გრძელდება... კლინიკაში ბევრი ბავშვია ამ ვირუსით, ადგილები გადავსებულია" - ფოტოგრაფი მარი ნაკანი მშობლებს აფრთხილებს

"ეს ახალი ვირუსი მაღალი სიცხეებით გრძელდება... კლინიკაში ბევრი ბავშვია ამ ვირუსით, ადგილები გადავსებულია" - ფოტოგრაფი მარი ნაკანი მშობლებს აფრთხილებს
ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მშობლებს სიფრთხლისკენ მოუწოდებს: 

"მე და ფოფო ვართ კლინიკაში. ეს ახალი ვირუსი მაღალი სიცხეებით გრძელდება 5/7 დღე და ძალიან ასუსტებს ორგანიზმს, რადგანაც რაც უნდა დაალევინო, ტემპერატურა დაბლა არ ჩამოდის, სტაბილურად მაღალია" - ამის შესახებ ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბავშვებში ხშირია გართულებები, ზოგში იწვევს ბრონქიტს ან ფილტვების ანთებას.

"მოკლედ, ყურადღებამისაქცევი ამბავია. ჩვენ 2 დღე გვქონდა 39 და ხველა. გუშინ საღამოს სასწრაფო გამოვიძახე და გადმოგვიყვანეს სტაციონარში.
აქ ბევრი ბავშვია ამ ვირუსით, ადგილები გადავსებულია.

მშობლებო, თუ გაქვთ საშუალება, ბავშვებს ნუ გაუშვებთ ბაღში, ძალიან მტარვალი ვირუსია.

ჩვენ გავიკეთეთ ორი გადასხმა და ახლა სოფო უკეთაა.

ეს ენერგიით სავსე ბავშვი ისე სუსტად იყო და მივარდნილი, რომ მივხვდი, დროული ზომების მიღება არ გვაწყენდა.

ახლა კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, რომ დროზე გამოვიძახე სასწრაფო და არ დავტანჯე ბავშვი 5-დღიანი მაღალი სიცხის თმენით.

მოკლედ, თუ კლინიკაში დაწოლა არ გინდათ, უბნის ექიმს მაინც მოასმენინეთ, ჩაახედეთ ყელში და იცოდეთ, რომ ამ ვირუსს გადასხმა ძალიან შველის.

ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს მარი ნაკანი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მარი
ყველა ამ ვირუსს უხდება გადასხმა.
16:59 / 18-05-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93