მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა. მისი თქმით, საქართველოში არავინ აფასებს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, თავისი სათქმელი სხვაგან თქვას.
„მე, გარდა იმისა, რომ პროექტები, ნიჭი და შესაძლებლობები მაქვს, რომ ეს პატარა მასშტაბები და სამყარო გავზარდო, რომელიც უკვე ძალიან პატარაა. ძალიან დიდი სიყვარული მაქვს აქაურობის მიმართ, მაგრამ შეუძლებელია უკვე აქ ცხოვრება. წლები გადის და შემიძლია უფრო დიდი გამოწვევები მივიღო, ჩემი პროექტები ძალიან მოეწონათ რამდენიმე ევროპის ქვეყანაში.
შეიძლება მთავარია, რომ ამ წამს არც მაწვიმს და არც მათოვს და ამისთვის მადლობა, მაგრამ ხომ შეიძლება, როგორც გამოჩენილი ადამიანი, დაფასებული ვიყო? ხალხს ჰგონია, რომ ძალიან ადვილია სცენაზე გამოსვლა და დადებითი ემოციების მიღება, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ხანდახან არ იცი, მეორე დღეს საჭმელი გექნება თუ არა... რომელი დაავადების მორჩენაზე უნდა იყოს საუბარი, როცა სტრესს სტრესი ემატება“, - თქვა ეკამ გადაცემა „ჩაის“ ეთერში.
"აქედან უნდა წავიდე! მეტი აღარ შემიძლია... მერე გახდება სანატრელი ეკა! უი, უი, ეს მოღალატეო, იტყვიან" - რას ამბობს ეკა კვალიაშვილი რუსეთში წასვლაზე
"მე არასდროს მკეთებია ეს მარაზმი და არ გამიმდიდრებია ვიღაცის ბიზნესი; მადლობა უფალს და ჩემს ცნობიერებას, რომ მღვიძავს" - ეკა კვალიაშვილი პირბადის რეგულაციის შემსუბუქებაზე