რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, მისი მცირეწლოვანი შვილი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ნიკოლოზსა და მის ოჯახს თანადგომა უამრავმა ადამიანმა გამოუცხადა.
„იმედის დღე“ ავრცელებს ვიდეოს, სადაც ცნობილი პერსონები: რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნანა ფაჩუაშვილი, მურმან ჯინორია, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ანანიაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, იმედა კახიანი, დათო ევგენიძე, ქეთი დოლიძე, ნანული სარაჯიშვილი, ნანუკა ხუსკივაძე, ჟანრი ლოლაშვილი, მარინა კახიანი, მიმართავენ ნიკოლოზ წულუკიძეს და მას მოუწოდებენ და სთხოვენ, რომ დიდი ტრაგედიის მიუხედავად, დაუბრუნდეს თავის ცხოვრებას.
" ნიკოლოზ წულუკიძე და თეკლა მოვიდნენ და ღვთისმსახურებას დაესწრნენ, გუშინაც ტაძარში იყვნენ და წმინდა ზიარება მიიღეს. ეს არის მნიშვნელოვანი და საოცარი ნაბიჯი" - მამა შალვა კეკელია
„ღმერთო, რა დამავიწყებს ამ კადრს და ნიკას სიტყვებს სიონში...“ - რას წერს დიზაინერი ლიკა ყაზბეგი სოციალურ ქსელში
/„მგონია, რომ ვერ მოვერევი... ჩემი ყველაზე დიდი შიში არის ახლობლების დაკარგვა“ - რას აცხადებდა ნიკოლოზ წულუკიძე თავის დაუძლეველ შიშზე საუბრისას (არქივი)