ბორჯომში მომხდარი ავტოავარიის დროს ერთი მოზარდი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, მანქანაში მე-12 კლასის მოსწავლეები ისხდნენ და სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, მწვანე მონასტერში მოსალოცად იყვნენ მისული. მოზარდები უკან ბრუნდებოდნენ, როდესაც ავტომობილი მდინარეში გადავარდა. მანქანაში 4 ახალგაზრდა იჯდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, ხოლო სამი მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. მათგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.
როგორც ambebi.ge -ს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, რომ დაღუპული 17 წლის მოზარდი ბორჯომის მე-3 სკოლის მოსწავლე ლუკა ლეკიაშვილია.
საშინელება ტრიალებს. ლუკას დედაც ამავე სკოლის მასწავლებელია, ინგლისურს ასწავლის. ბოლო ზარი უკვე დასრულებული იყო, ავტომობილების კოლონა მწვანე მონასტრის ტერიტორიიდან ხაშურისკენ მიდიოდა, სადაც რესტორანში უნდა ექეიფათ. სხვები უკვე წინ იყვნენ და ეს მანქანა უკან იყო, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.