სიახლე

"ვინ ეტყვის ხალხს, რომ ქმარი არ არის ცოლის ბატონი და უფროსი? რომ ცოლი ქმრის საკუთრება არ არის და მას არ უნდა ემორჩილებოდეს" - ბაია პატარაია

"ვინ ეტყვის ხალხს, რომ ქმარი არ არის ცოლის ბატონი და უფროსი? რომ ცოლი ქმრის საკუთრება არ არის და მას არ უნდა ემორჩილებოდეს" - ბაია პატარაია
ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბაია პა­ტა­რა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის, ქმრე­ბის მიერ ქა­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტებს ეხ­მი­ა­ნე­ბა:

"ვინ ეტყვის კაცს, რომ მოძულებული ცოლი კი არ უნდა მოკლას, არამედ უნდა გაშორდეს?

ვინ ეტყვის ქალს, რომ სანამ ეკონომიკურად დამოუკიდებელი არ გახდება, არც კი იფიქროს ქორწინებაზე?

ვინ ეტყვის გოგოებს და ბიჭებს, რომ ლტოლვა და აღტაცება სიყვარული არ არის? და რომ სიყვარული არ კმარა ცოლ-ქმრობისთვის, რომ მეგობრობა და პატივისცემა არანაკლებ მნიშვნელოვანია?

ვინ ეტყვის მშობლებს, რომ
ტოქსიკური ქორწინება და მუდმივი ჩხუბი ბევრად უფრო აზიანებს მათ შვილებს, ვიდრე განქორწინება და ცალ-ცალკე ცხოვრება?

ვინ ეტყვის ხალხს, რომ ცოლი არ არის ვალდებული ემორჩილებოდეს ქმარს და რომ ცოლი ქმრის საკუთრება არ არის, რომ ქმარი არ არის ცოლის ბატონი და უფროსი?

ვინ გაიაზრებს, რომ 17 მაისი ძალადობის დღეა, რომელსაც ოჯახის სიწმინდის დღე დაარქვეს ფარისევლებმა?

დღეს კიდევ ერთი ქალი მოკლა ქმარმა, ავტობუსში, შვილების თვალწინ, პერფომატიულად.

ვინ ეტყვის ჟურნალისტებს, რომ ამ საზარელი დანაშაულიდან არ დადგან ცირკი და ამით არ წააქეზონ სხვა ბოროტი კაცები ფემიციდისკენ?" - წერს პატარაია.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
????
ვინ ეტყვის და პატარაია, მაგრამ ვის ესმის? ბაიკო, მაინც ვერ იცავ მაგ ქალებს და დაანებე თავი ცეცხლის შენთებას... აქ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე შენ წარმოგიდგენია- ქალებმა თავისუფლება და გენდერული თანასწორობა არასწორად გაიგეს აბსოლუტური უცოდინრობის გამო, კაცებიც იგივე მიზეზის გამო ვერ გამოდიან შუასაუკუნეობრივი მორალის ჩარჩოებიდან და ვერც გამოვლენ, სანამ საქართველო ჩამორჩენილი და მესამე მსოფლიოშია ჩაქვესკნელებული.
17:06 / 22-05-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93