რამდენიმე დღის წინ ქმარმა ცოლი ავტობუსში შვილების თვალწინ მოკლა. მსგავსი ფაქტი თბილისში გუშინაც დაფიქსირდა, როცა ავტობუსის გაჩერებაზე კაცმა ქალი დაჭრა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, „ჯეოჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძისგანაც:
„ავტობუსი და მისი გაჩერება ახალი „სტიმულია” არშემდგარი, უფულო, უსაქმური, გაუნათლებელი და ქალის კისერზე მცხოვრები ლოთი კაცებისთვის. როგორც ჩანს. დღეს კიდევ დაჭრა ერთმა ცოლი! უვადო პატიმრობაც არ არის საკმარისი ასეთი ხალხისთვის… მარაზმში ვართ“, - წერს ის.