სიახლე

„ათასობით გავეშებული ადამიანი მიწყევლიდა ოჯახს მხოლოდ იმის გამო, რომ 30 წლის ,,ბავშვს” დიპლომი მოვკითხე და თავი რომ მომეკლა, წარმომიდგენია, როგორ გაბედნიერდებოდნენ“ - ნინო ნადირაძე

„ათასობით გავეშებული ადამიანი მიწყევლიდა ოჯახს მხოლოდ იმის გამო, რომ 30 წლის ,,ბავშვს” დიპლომი მოვკითხე და თავი რომ მომეკლა, წარმომიდგენია, როგორ გაბედნიერდებოდნენ“ - ნინო ნადირაძე
რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სიცოცხლეს ემშვიდობებოდა და თავის მოკვლას აპირებდა. საბედნიეროდ, გიორგი ცოცხალია და მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ექიმმა ნინო ნადირაძემ „ფეისბუქზე“ თვითმკვლელობის შესახებ ისაუბრა და გიორგი კეკელიძესაც მიმართა:

,,ჩემს თავზე ერთი მეტეორს არ გადაუვლია, თორემ სხვა ყველაფერი გამოვიარე ცხოვრებაში. სულ ახლა 57 000 გავეშებული ადამიანი მიწყევლიდა ოჯახს მხოლოდ იმის გამო, რომ 30 წლის ,,ბავშვს” დიპლომი მოვკითხე და თავი რომ მო
მეკლა, წარმომიდგენია, როგორ გაბედნიერდებოდნენ, მაგრამ, მე მაპატიეთ, რომ ეს სიამოვნება მოგაკელით. არ აქვს ყველას ერთნაირი ნერვები. ამიტომ, სანამ ვინმე ვინმეს რამეს ატკენს, კარგად დაფიქრდით, მკვლელობაზე ხომ არ აწერთ ხელს. არასოდეს იფიქროთ, ადამიანებო, თავის მოკვლაზე. გახსოვდეთ, რომ ამით თქვენ მათაც კლავთ, ვისაც მთელი გულით უყვარხართ და თვითმკვლელთან ერთად მკვლელებიც გამოდიხართ. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, მაგრამ მაინც ტკბილია.
გიორგი კეკელიძე, გვიყვარხარ, ყველაფერი კარგად იქნება” - დაწერა ნინომ.



"ხმამაღლა ლაპარაკობდა და მამაჩემს საყვედურობდა, სახლის ყვავილები რეიზა არ გიყვარდაო... სიტყვა ყველა გზაზე გრძელია, მცხეთიდან კვირიკეთის სასაფლაომდე ადვილად უწევს" - გიორგი კეკელიძე დედაზე

"არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა და განწირული მამის ხმა: სად ხართ შვილებო?!" - გიორგი კეკელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

„ჩემი და ოთხი წლის იყო, დილით მუცელი რომ ასტკივდა... შენზე უარესი რამეც არსებობს სიკვდილო, დედაჩემის ის ღიმილი შენზე საზარელია" - გიორგი კეკელიძე დის გარდაცვალებას იხსენებს



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93