რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თაკო და ნინო გაჩეჩილაძეების დედა თინა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა. მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე გარდაცვლილ დედას ემოციურ პოსტს უძღვნის.
„არ ვიცი, უშენოდ როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას… დედა! მაპატიე და მადლობა ყველაფრისთვის! შენ საუკეთესო დედა იყავი და იქნები! მიყვარხარ…”, – წერს თაკო გაჩეჩილაძე.
ნინო და თაკო გაჩეჩილაძეების მამა გივი გაჩეჩილაძე ცნობილი კომპოზიტორია. ის წლების წინ ანსამბლ "რეროს" სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, სადაც გაიცნო კიდეც მომავალი მეუღლე თინა გაჩეჩილაძე, რომელიც ანსამბლში მღეროდა.