ახალგაზრდა ბიჭი მოხუცის ჩაცმულობით და პარიკით „ლუვრის“ მუზეუმში შეიპარა და „მონა ლიზას“ ნახატს ტორტი ესროლა. ბიჭი მუზეუმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი ეტლით შევიდა.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ახალგაზრდა ეტლიდან წამოდგა და ტორტი ნახატის გარშემო შექმნილ დამცავ შუშას ესროლა, ამის შემდეგ კი დარჩენილ ნაწილს ხალხის და მუზეუმის კედლების მისამართით ისროდა.
„იფიქრეთ პლანეტაზე, ხალხი პლანეტას ყოველდღიურად ანადგურებს. ამიტომ ვაკეთებ ამას...“ - ყვიროდა აქტივისტი მანამ, სანამ „ლუვრის“ დაცვა მას მუზეუმს დაატოვებინებდა.