ნიკოლოზ ბასილაშვილი სულ ცოტა ხნის წინ რომის მასტერსზე გამოვიდა, ახლა კი, როგორც ჩანს, თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად მხიარულად ატარებს და შესაძლებლობებს მუსიკაში ცდის. მისმა ვიდეომ, სადაც ფორტეპიანოზე უკრავს და მღერის, გულშემატკივრებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით კი ჩოგბურთელმა მეგობრებთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც უკულელეზე უკრავს. „პირველად ვნახე, რომ იღიმი და იცინი“, „ამ ნიჭს გვიმალავდი?!“, „ძალიან ნიჭიერი ხარ“ - წერენ კომენტარებში.