კატარის ფორმალური პრინცესა ცოტა ხნის წინ საკუთარ სახლში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებით გარდაცვლილი იპოვეს. 46 წლის კასია გალანიო სამ ქალიშვილთან ერთად ესპანეთში ცხოვრობდა და ალკოჰოლისა და დეპრესიის მიმართ დამოკიდებულებას ებრძოდა.
46 წლის პრინცესას ცხედარი ესპანეთის პოლიციამ აღმოაჩინა. კასია 73 წლის აბდელაზიზ ბინ ხალიფა ალ-თანის მესამე ცოლი იყო. თავად აბდელაზიზი კატარის ამირას ბიძა გახლავთ.
წყვილი 2004 წელს დაქორწინდა, თუმცა სამართლებრივი დავა მათ შორის ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. კასია ქმარს მის უმცროს ქალიშვილზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
ამჟამად კასიას სამივე შვილი მამასთან, პარიზის ერთ-ერთ მდიდრულ ვილაში ცხოვრობს.
პრინცესას სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ექსპერტიზამ გარდაცვალების მიზეზად დიდი რაოდენობით ნარკოტიკი დაასახელა.