“ჯონის 10 წლის წინ შევხვდი და ის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანია მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს“ - რას წერს ბერა ივანიშვილი ჯონი დეპის შესახებ - Marao
პირველ ივნისს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო დავაზე ვერდიქტი გამოაცხადა და ემბერი ყველა ბრალდებაში ცნო, დამატებით კი დეპისთვის 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
ამ ფაქტს გამოეხმაურა რეპერი ბერა ივანიშვილიც, რომელმაც „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა და ჯონი დეპთან ერთად გადაღებული ფოტო დაურთო.
“ჯონის 10 წლის წინ შევხვდი და ის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანია მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს“, - წერს ბერა.