მას შემდეგ, რაც რუსეთუ უკრაინაში შიეჭრა, 100 დღე გავიდა. ამის შესახებ კი დღეს არაერთმა საერთაშორისო მედიამ მოამზადა შემაჯამებელი სტატიები. საზოგადოებას მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, მასთან ერთად, კი განცხადება არაერთმა უკრაინელმა გააკეთა. მათ შორისაა ლიზა იასკო, საქართველო მესამე პრეზიდენტის მეუღლე და ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას წარმოადგენს. ლიზა იასკო საკუთარ გვერდზე წერს:
"ომის 100 დღე,- ეს არის ტკივილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება. და ძნელია ამის გადმოცემა. ჩვენ არასოდეს ვიქნებით ისეთი, როგორიც ომამდე ვიყავით.
ამ 100 დღის განმავლობაში იმდენი რაღაც იყო, რომ 1%-ის სიტყვებით გადმოცემაც კი რთულია. ღირს კი?..
ყოველ დღე ველი ჩემს სახლში მშვიდობას და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და ჯანმრთელობას.
ამის გარეშე მზე ისეთივე არ არის, როგორც ადრე. ამის გარეშე ცა ისეთი აღარ არის.
უკრაინელები აგრესორის მიერ მიყენებულ საშინელ ტრაგედიას განიცდიან. და ამის ლოგიკური ახსნა არ არსებობს. და არ შეიძლება იყოს სხვა ვარიანტი, გარდა ბრძოლა მშვიდობისა და ჩვენი მიწისთვის.
ძალა ჩვენ და მშვიდობა!"- წერს იასკო.