მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძე ოჯახთან ერთად დიდ დიღომში, ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს, სადაც სულ რაღაც ორი თვის წინ გადავიდა.ბინის რემონტი მთლიანად ბაბის დედამ, ქალბატონმა ინგა ოდიკაძემ იტვირთა. მაქსიმალურად ეცადა, შვილებისთვის მყუდრო გარემო და მშვიდი თავშესაფარი შეექმნა, რაც ნამდვილად გამოუვიდა.
- ზესტაფონში დავიბადე. ბებია საკმაოდ წარმატებული გინეკოლოგი იყო და დედამ იქ იმშობიარა. 2-3 თვეში, ცოტა რომ წამოვიზარდე, თბილისში დავბრუნდით. გამოფენის წინ ვცხოვრობდით, ახალგარემონტებულ სახლში. ცელქი ბავშვი ვიყავი და მთელი კედლები მოვხატე. თუმცა ჩემი მოგონებები ძირითადად მაინც სოფლის სახლთან, ბებია-ბაბუასთან ასოცირდება.
ისე მიყვარდა ზესტაფონის სახლი, რომ ვოცნებობდი, ბორბლებზე შემესვა და თბილისში დამეგორებინა. სულ ახალახან დავასრულეთ ამ სახლის რემონტი. 17 დეკემბერს გადმოვედით საცხოვრებლად. ჩემი შრომით მოპოვებული სახლია და ეს ძალიან მახარებს. პატარა ფართია, თითქოს ახლა ვგრძნობ, რომ სივრცე არ გვყოფნის, მაგრამ ინტერიერი ძალიან მოგვწონს და შეგვიყვარდა.
- ძალიან დატვირთული რეჟიმი გაქვთ, დღის დიდ ნაწილს გადაღებებზე და ჩაწერებზე ატარებთ, როგორ შეძელით რემონტის გაკეთება?
- რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი დედაჩემის ძალისხმევით არის გაკეთებული. შავი სამუშაოდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინით დასრულებული, ყველაფერმა მის ხელში გაიარა...წაიკითხეთ სრულად