სულ ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელი მოიცვა ფოტოებმა და ვიდეოებმა, რომლებზეც ანჯელინა ჯოლის უკრაინაში ვიზიტი იყო აღბეჭდილი. როგორც ცნობილია, მსახიობი მხარდაჭერას უცხადებს ომში მყოფ უკრაინას და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამაშიცაა ჩართული.
ამჯერად ანჯელინა ჯოლის ფოტოებს უკრაინის რადას ოფიციალური "ფეისბუკგვერდი" ავრცელებს და წერს, რომ მსახიობი სოლიდარობის ნიშნად ატარებს ბეჭედს, რომელზეც გაერთიანებული უკრაინაა გამოსახული. მას სამკაული სწორედ უკრაინაში ვიზიტის დროს აჩუქეს.
"როდესაც ანჯელინა ჯოლი უკრაინაში იმყოფებოდა, მას აჩუქეს ბეჭედი ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის რუკით. მან ეს ბეჭედი არა მხოლოდ იმ წუთას გაიკეთა, არამედ შემდეგაც გააგრძელა მისი ტარება.
უკრაინის ნაწილი ყოველთვის იქნება მსახიობთან და იუნისეფის კეთილი ნების ელჩთან ერთად“, - წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.