ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ საკუთარ საქმიანობას მალე დაუბრუნდება:
"ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის და თანადგომისთვის.
დეპრესია და შფოთვები ვერაგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. დანებება გამოსავალი არ არის - უხეში წერტილია სიცოცხლის, ამ უცნაური და ზოგჯერ დამაბნეველი წინადადების. ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ. უსათუოდ დაგიბრუნდებით" - წერს გიორგი კეკელიძე.