„ყველა არაბმა ქალმა იცის „დარ ალ რეაიას“ შესახებ, რომლის შიშითაც გვზრდიან“, - ამბობს ფარიდა, არაბი გოგონამ რომელიც აზიურ თავშესაფარში იმის გამო მოხვდა, რომ 2019 წელს მამაკაცს ფიზიკური ძალადობის გამო უჩივლა. 20 წლის ფარიდაზე მამა გამუდმებით ძალადობდა, მაგრამ სხვადასხვა რელიგიური და ტრადიციული მიზეზების გამო ამ ფაქტს სერიოზულად არავინ იღებდა.
გოგონები, რომლებიც „დარ ალ რეაიას“ თავშესაფარში მოხვდნენ, ამბობენ რომ იქ მყოფი ადამიანებისთვის სტრესი წარმოუდგენლად დიდია. თავშესაფრის შენობები არაბეთის სხვადასხვა ქალაქებშია განაწილებული, გოგოები იქ მამაკაცების მიმართ დაუმორჩილებლობის გამო ხვდებიან და თუ როდის დატოვებენ ამ საშინელ ადგილს, მხოლოდ იგივე მოძალადე კაცებზეა დამოკიდებული.
ფარმინა იხსენებს, რომ მას მთელი დღეების განმავლობაში არ აძლევდნენ წყალსა და სასმელს, ხშირად ურტყამდნენ და ტირილის შემთხვევაში წამწამების დაძრობით ემუქრებოდნენ. მხოლოდ 2 თვის შემდეგ მისი მოძალადე ოჯახის წევრი დათანხმდა ფარმინას გათავისუფლებას და თავისთან სახლში დააბრუნა.
თავშესაფარში თითოეული ქალი სხვადასხვა საკანშია მოთავსებული, რომელსაც აქვს საწოლი და იშვიათ შემთხვევაში საპირფარეშო. მათ, ვისაც ოთახში საპირფარეშოს ბედნიერება არ ხვდათ წილად, ოთახიდან გასვლის უფლებას ძალიან იშვიათად და დამატებითი, მკაცრი პირობების შემთხვევაში აძლევენ. იქ მცხოვრები ქალები ამბობენ, რომ ურჩევნიათ საპირფარეშო არასდროს გამოიყენონ, ვიდრე თავშესაფრის მცველებს პირისპირ შემხვდნენ.
როდესაც გოგონა შენობაში შედის, მას წინასწარ ეუბნებიან რა იქნება მისი სასჯელი. სასჯელი ძირითადად 100-150 როზგით შემოიფარგლება, თუმცა ყოველი მომდევნო როზგის მიღებამდე მათ უფლებას აძლევენ რომ ჭრილობა მოიშუშონ.
თავშესაფარში არიან ფეხმძიმე ქალებიც და ბავშვებიც, რომლებიც ინცესტის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, ამის ხმამაღლა თქმის გამო კი თავშესაფარში გაუშვეს.
„როდესაც კაცები ჩუმად არიან, ქალების მოვალეობაა ხმა აიმაღლონ თავიანთი იდეალების პატივსაცემად“ - ვინ იყო კლარა ცეტკინი, რომელიც ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა
გაიცანით ქართველი ქალები, რომლებიც განათლებისა და სიძლიერის სიმბოლოდ ითვლებიან
„აქ წერია იმ ქალების სახელები, რომლებიც ქმრებმა დახოცეს“ - კანის ფესტივალზე" 12 დემონსტრანტი ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვის მოთხოვნით შეიჭრნენ