ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსი გია ბაღაშვილი და მსახიობი თაკო ტაბატაძე ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილის დაშორების ამბავს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და საკუთარი გულისწყვეტა გამოხატა. ამის პარალელურად კი, როგორც აღმოჩნდა, თაკო ტაბატაძე მუქარის შემცველ მესიჯებსაც იღებს.
„სიკვდილი თაკო ტაბატაძეს“. – წერენ სოციალურ ქსელში.
"რატომ მკლავთ?" – კითხულობს თაკო ტაბატაძე.
მან უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს, რაზეც მიიღო შეტყობინება, რომ პასუხს სამუშაო დროის განმავლობაში შეატყობინებდნენ.
„მოდი, ვნახოთ, თუ იკადრებენ პასუხის გაცემას“. – წერს თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში.