ხატია ბუნიათიშვილმა ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პოპულარული პიანისტია. ხატიას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი კი მუდმივად არსებობს.
ხატია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და გულშემატკივრებს პირად ფოტოებსა თუ კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს. განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ხატიას მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოები, რომლებშიც ის ესალმება იმ ქვეყნების ხალხს, სადაც უახლოეს მომავალში დაუკრავს.
„მსოფლიოს ყველა საოცრებაზე ლამაზი ხარ“, „ღვთაებრივი“, „ყველაზე ლამაზი, ნამდვილი ბრილიანტი...“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
ერთ-ერთ ფოტოზე კომენტარი ხატიას ამერიკელმა გულშემატკივარმაც დატოვა:
„მოხარული ვარ, რომ იმ ეპოქაში ვცხოვრობ, რომელშიც შენ უკრავ, რადგან შემიძლია შენს ნიჭს სამუდამოდ ვცე თაყვანი“ - წერს ის.
„მსოფლიოს ყველა საოცრებაზე ლამაზი ხარ“ - ხატია ბუნიათიშვილის ახალი ფოტოები და გამომწერების კომენტარები
ხატია ბუნიათიშვილის დიეტა, რომლითაც პიანისტი სექსუალურ სხეულს ინარჩუნებს
ხატია ბუნიათიშვილი მონიკა ბელუჩისა და ლილი კოლინზთან ერთად გადაიღეს