"წითელი პომადა თუ არ მისვია, ე.ი. ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ" - გაიცანით ქალები, რომლებიც თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ავტობუსის მძღოლები არიან - Marao
„ჩემი სამსახური დილით იწყება, 7 საათზე უკვე ავტოფარეხში ვარ. პირველად ბარათი უნდა დავაფიქსირო, მანქანა დავათვალიერო და მერე დანარჩენს მივხედო. თუ წითელი პომადა არ მისვია, ესე იგი, ძალიან ცუდ განწყობაზე ვარ... უკვე 3 წელია, რაც მძღოლი ვარ. მე ძალიან კარგად ვგრძნობ ამ სამყაროში თავს. მე მგზავრებთანაც დადებითი ურთიერთობა მაქვს და ჩემს ავტობუსსაც კარგად უნდა მოვეპყრო, რომ მანაც პატივი მცეს“ - ამბობს ეკა სირაძე, ავტობუსის მძღოლი. სიუჟეტში, მასთან ერთად, სხვა მძღოლ ქალებსაც გაიცნობთ.