პრისცილა პრესლი ერთადერთი ქალია, რომელმაც მოახერხა და ელვის პრესლის გული მოიგო. წყვილი ერთმანეთს გერმანიაში, წვეულებაზე შეხვდა, ამ დროს პრისცილა მხოლოდ 14 წლის იყო. მოგვიანებით, 1966 წელს, ელვისმა მას ცოლობა სთხოვა და გოგონაც დათანხმდა, თუმცა ისინი 6 წლის შემდეგ დაშორდნენ. დაშორების შემდეგ პრისცილას პოპულარობა არ გამქრალა, მისი სილამაზის წყალობით „ჰოლივუდის“ არაერთ ფილმში ითამაშა, დღეს კი უკვე 74 წლისაა და ისევ ისევე ლამაზად და ჯანმრთელად გამოიყურება.
მორგან ფეირჩაილდი 80-იან წლებში მისი საკულტო ვარცხნილობით გახდა ცნობილი. ის უდიდესი სატელევიზიო ვასკვლავი იყო და სილამაზის წყალობით, ცნობილი კინორეჟისორების გულების მოგებას ყოველთვის ახერხებდა. მორგანის სტილი და თავის მოვლის ხერხები დღემდე საკმაოდ პოპულარულია და ის გულშემატკივრებს ხშირად უყვება თუ როგორ უვლის თავს და სახის კანს.
ბარბარა უოლტერსის სახელი ჟურნალისტიკის სამყაროში ყველამ იცის. ბარბარა სატელევიზიო ვარსკვლავი და მწერალია, რომელიც ამერიკის თითქმის ყველა პოპულარულ შოუში გამოჩნდა. წარმატებული კარიერის მიუხედავად, მას პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, რადგან მისი ოთხივე ქორწინება განქორწინებით დასრულდა. ამჟამად ის 90 წლისაა და მისი ქონება 170 მილიონ დოლარზე მეტია.
როგორ იქცა ლამაზი და მიმზიდველი გოგონა მსოფლიოში ყველაზე მახინჯ ქალად - მერი ენ ბევანის დაუჯერებელი ისტორია
„საქორწინო ბეჭდებს ქალებს ცხელი ლითონის სახით ასხამდნენ თითზე, ტკივილის მიუხედავად კი, ისინი მაინც სიამაყით ატარებდნენ სამკაულს“ - საიდან მოდის საქორწინო ბეჭდების გაცვლისა და ტარების ტრადიცია
„რას წარმოვიდგენდი იმას, რაც შემდეგ მოხდა… ამას წინათაც ერთად ვიყავით, მაგრამ თინა არასდროს ლაპარაკობს ამ თემაზე...“ - "თვითმფრინავის ბიჭების" ცხოვრება და უცნობი ისტორიები