იმისთვის, რომ ფულმა სიხარული მოგიტანოთ და არა იმედგაცრუება, წმინდა ნიკოლოზის ლოცვების წარმოთქმა აუცილებელია. ეს ლოცვები ნამდვილად დაგეხმარებათ თქვენს ცხოვრებაში სიუხვის მოზიდვაში.
ყოველთვის, როდესაც ცხოვრებაში რთული ფინანსური პერიოდი გექნებათ, გახსოვდეთ, რომ ლოცვა აუცილებლად დაგეხმარებათ და ფულთან ერთად ის მოგიტანთ ძლიერ ოჯახურ კავშირებსა და კეთილდღეობას.
ხოლო მათთვის, ვისაც დრო აქვს, აუცილებელია ტაძარში მისვლა და სანთლის ანთება იმისთვის, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. მით უმეტეს მაშინ, თუ არსად მუშაობთ.
დაიმახსოვრეთ, რომ ლოცვა მხოლოდ მათზე მოქმედებს, ვინც ნამდვილად ცდილობს, რომ ცხოვრება შეცვალოს. ხოლო ვისაც მუშაობა არ გსურთ, მაგრამ სიმდიდრე თქვენი ბავშვობის ოცნებაა, ეს მეთოდები ვერ დაგეხმარებათ.
გთავაზობთ 3 ლოცვას წმინდა ნიკოლოზის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად უნდა წარმოთქვათ:
„ჰოი, ყოვლადსანატრელო წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო, მამისა სათნოო, ძისა მიერ განათლებულო, სულითა წმიდითა განბრძნობილო, ანგელოსთად შეერთებულო, მოციქულთა მოსაყდრეო, მოწამეთა თანამოღვაწეო, მღვდელმთავართა შვენიერებაო, სარწმუნოებისა წინამძღვარო, მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო!“
„ჰოი, ყოვლადდიდებულო წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, სიწმიდითა შენითა მრავალ სასწაულთა მოქმედო, დამკვიდრებულითა შენ თანა საღმრთოითა მადლითა ადიდე, განანათლე და დაიფარე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, აცხოვნე და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამაი ჩვენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი, ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნონი დასნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი; ევედრე, წმიდაო ნიკოლოზ, შენ მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რათა მოგვმადლოს სულთა და ხორცთა მშვიდობა და სიმრთელე და ვადიდებდეთ სახიერებასა მისსა.“
„ჰოი, ყოვლადნეტარო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ყოვლადწმიდისა სამებისა მიერ ღვთივმშვენიერად განათლებულო და მრავალთა სათნოებათა შენთათვის ყოვლადბრწყინვალითა გვირგვინითა პატივცემულო! მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რათა მოგვანიჭოს მართლმადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განბრწყინვება და სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, ანგელოსთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, რათა მარადის ვუგალობდეთ შენსა განმადიდებელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენსა განმაბრძნობელსა სულსა წმიდასა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“
"ქმარი მთლიან ხელფასს ცოლს აძლევს" - კორეული ოჯახების ბედნიერების 10 საიდუმლო