რობერტ სილვესტერ კელი უფრო მეტად ცნობილია სასცენო სახელით რ. კელი ის ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერია. თავდაპირველად იგი ცნობილი გახდა ჯგუფთან Public Announcement ერთად ჩაწერილი რამდენიმე სიმღერისთვის, შემდეგ კი საკუთარი ალბომი, 12 Play გამოსცა.
რამდენიმე დღის წინ კელის სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მომღერალს ბრალად ედება ტრეფიკინგი, სექსუალური ძალადობა და სხვა მძიმე დანაშაულები.
კელის მსხვერპლების სია საკმაოდ დიდია. რამდენიმე მათგანმა მედიასთან უკვე ისაუბრეს, ისინი მომღერლის სასამართლო პროცესს პირადად დაესწრნენ.
ერთ-ერთმა ქალმა განაცხადა, რომ 30 წელი მისთვის საკმარისი სასჯელი არ არის, მაგრამ მთავარია რომ ის ზიანს ვეღარავის მიაყენებს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, კელი წლების განმავლობაში ძალადობდა ქალებზე და დანაშაულს საკუთარი ცნობადობის საშუალებით ფარავდა.