ნინი ბადურაშვილსა და მის ოჯახს საქართველოში კარგად იცნობენ. ნინი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა. ის სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და პირად ფოტოებსა თუ კარიერულ სიახლეებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ნინი სამოგზაუროდ საფრანგეთში, კერძოდ კი, კანში იმყოფება და მოგზაურობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებს.