სიახლე

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც წაიკითხავს, იმ ემოციებით დაიტვირთება, რა ემოციებითაც მე ამ რომანს წლების მანძილზე ვწერდი“ - "გახდი ბესტსელერის ავტორი" მენტორთან ერთად მუშაობის შესახებ

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც წაიკითხავს, იმ ემოციებით დაიტვირთება, რა ემოციებითაც მე ამ რომანს წლების მანძილზე ვწერდი“ - "გახდი ბესტსელერის ავტორი" მენტორთან ერთად მუშაობის შესახებ

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პოპულარული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულმა ავტორებმა და მენტორებმა წიგნების რედაქტირებაზე ერთობლივი მუშაობა დაასრულეს. მიზანი ტექსტების დახვეწა და გამრავალფეროვნება იყო.


წელს კონ
­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ: ირაკ­ლი არიშ­ვი­ლი - „და­სა­წყი­სის და­სას­რუ­ლი“, ოლა­ნი ბი­წა­ძე - „მა­ნი­ტუდა ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლი - „წუ­თით კოს­მოს­ში“. მათ ჟი­უ­რი­სა და მკი­თხველს თა­ვი­ან­თი ორი­გი­ნა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­სტე­ბით და­ა­მახ­სოვ­რეს თავი. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის მენ­ტო­რე­ბი კი არი­ან: მაკა ჯო­ხა­ძე - მწე­რა­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე - ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლის მენ­ტო­რი; მწე­რა­ლი ინა არ­ჩუ­აშ­ვი­ლი - ოლა­ნი ბი­წა­ძის მენ­ტო­რი

და მწე­რა­ლი და რე­დაქ­ტო­რი ბესო ხვე­დე­ლი­ძე - ირაკ­ლი არიშ­ვი­ლის მენ­ტო­რი.


ნამუშევრები წიგნის მაღაზიათა თაროებზე შემოდგომიდან გამოჩნდება, მანამდე კი ავტორებმა და მენტორებმა მუშაობის პროცესზე თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.


ანუკი შატაკიშვილი 19 წლის ავტორია, რომლის დებიუტიც „პალიტრა L-ის“ ლიტერატურულ კონკურსში შედგა. მისი რომანი „წუთით კოსმოსში“ მოგვითხრობს შეყვარებული წყვილის ლა ლუნასა და ჰალეის შესახებ, რომელთაც ერთი ოცნება - მთვარეზე გაფრენა აერთიანებთ. ამ ოცნების ასასრულებლად კი უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. როგორც ავტორი გვიამბობს, მისთვის ემოციურია იმის გააზრება, რომ მალე წიგნის გაცნობას მკითხველთა ფართო წრეები შეძლებენ და ამ დღეს მოუთმენლად ელის.


„ნებისმიერი ადამიანი, ვინც წაიკითხავს, იმ ემოციებით დაიტვირთება, რა ემოციებითაც მე ამ რომანს წლების მანძილზე ვწერდი  და დარწმუნებული ვარ, რომ ის  ძალა შეემატებათ, რაც მინდა, რომ რომანის კითხვის დროს მკითხველმა იგრძნოს“, - აღნიშნა ავტორმა.


რაც შეეხება მენტორთან ერთად მუშაობის გამოცდილებას, ეს მისთვის საინტერესო და ბევრის მომცემი იყო, მიღებულ ცოდნას კი სამომავლოდ გამოიყენებს:


„ძალიან საინტერესო პროცესი იყო განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ მე ვარ 19 წლის, ჩემი მენტორი კი 74 წლის და შესაბამისად, თუნდაც ასაკობრივმა სხვაობამაც მუშაობის პროცესში დიდი გამოცდილება მომცა. უმეტესად,  სტილისტურ ხარვეზებს ვასწორებდით. ბევრი რამ ვისწავლე და აღმოვაჩინე. რედაქტირება საკმაოდ დატვირთული პროცესი იყო.


მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს, ვინც თავადაც წერს და ვისაც ეს ნაწარმოები წავაკითხე, აქამდე ასე დეტალურად ყველა სიტყვას არავინ არ დაკვირვებია. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო იყო ის პატარა აღმოჩენები, რაც ჩემი მენტორის დახმარებით გავაკეთე. სასიამოვნოა, როცა გაქვს იმის პატივი, რომ ამდენად გამოცდილმა ადამიანმა წაიკითხოს შენი ნაწარმოები და თავისი მოსაზრებები გაგიზიაროს. უმეტესად, ყველაფერში დავეთანხმე და მისი შენიშვნებიდან გამომდინარე, რაღაცები მე თვითონაც ჩავასწორე“, - განმარტა ანუკი შატაკიშვილმა.


წიგნზე მუშაობის პროცესზე თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს მენტორი, მწერალი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაკა ჯოხაძე:


„ხშირად ოცნებები და მიზნები ეპოქის შესატყვისად იცვლება, ანუკი შატაკიშვილის რომანის „წუთით კოსმოში“ მთავარი გმირების ბავშვობისდროინდელი ოცნება მთვარეზე გაფრენაა. ეს მიზანი მათ მშობლებისაგან ერთგვარ ესტაფეტად გადმოეცათ. კოსმოსისაკენ მიმავალი გზა საიდუმლოებებით, ხიფათით, მისტიკითა და დაბრკოლებებით არის სავსე, მაგრამ შეყვარებული წყვილი ლა ლუნა და ჰალეი მეგობრების დახმარებით ამ წინაღობებს გადალახავენ და მთვარეზე გაფრენა მკითხველის თვალწინ ხორციელდება. სიუჟეტის განვითარების თვალსაზრისით, რომანი ინტერესით, დეტექტივივით იკითხება, მაგრამ ქართული ენის თვალსაზრისით აშკარად უკმარისობის განცდას ტოვებდა. შენიშვნა ზოგადად ეკუთვნის ახალ თაობას, რომელიც მართალია, ორიგინალში კითხულობს ევრო-ამერიკულ ლიტერატურას, მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა, წარმოდგენა არ აქვს 16-საუკუნოვან მშობლიურ ლიტერატურაზე, ცუდად იცნობს ან საერთოდ არ იცნობს XIX-XX საუკუნის ქართულ კლასიკას, რაც დაღად აჯდება ტექსტებს. ეს პრობლემა კომპლექტურად ოჯახური ტრადიციების, სკოლისა და საგანმანათლებლო სისტემის ერთობლიობაშია შესასწავლი. მსგავსი კონკურსები ამ მხრივაც ეხმარება ახალგაზრდა კონკურსანტებს, როცა პროფესიონალებისაგან, ჟიურის წევრებისაგან მენტორებისაგან რჩევა-დარიგებებს იღებენ.


ჩვენ, მე და ანუკიმ, ნაყოფიერად ვიმუშავეთ და როგორც მოსალოდნელი იყო, ნიჭიერმა ავტორმა მენტორის ყველა შენიშვნა გაითვალისწინა, ტექსტი მეტ-ნაკლებად გათავისუფლდა კალკებისაგან, ტავტოლოგიებისაგან, უხვსიტყვაობისაგან. მწერლობა დეტალების ხელოვნებაცაა. „წუთით კოსმოსში“ მრავალი საინტერესო დეტალი გვხვდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ანუკი შატაკიშვილი სერიოზულად გადაწყვეტს მწერლობას და სრულყოფილად შეისწავლის მშობლიური ლიტერატურის ბრწყინვალე ნიმუშებს, მომავალშიც არაერთი და ორი მკითხველის გულს გაახარებს თავისი შემოქმედებითი წარმატებებით“, - განმარტა მაკა ჯოხაძემ.


„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სია, რო­მე­ლიც 2017 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა. კონ­კურ­სმა უკვე მკი­თხველ­თა ფარ­თო წრე­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არა­ერ­თი ავ­ტო­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბიც ხში­რად ხვდე­ბა ბესტსე­ლერ­თა სი­ა­ში.

R

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93