ამერიკული ქალთა კალათბურთის ვარსკვლავს, ბრიტნი გრინერს, რუსეთის სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გრინერი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მოსკოვის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერება, კერძოდ, კანაფი აღმოუჩინეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ დაკავება უსაფუძვლო იყო, რუსულ მხარეს პატიმართა გაცვლაც შესთავაზეს, თუმცა წინადადება უარყოფილ იქნა და გრინერი სრული სიმკაცრით გასამართლდა.
"არანაირი განზრახვა არ მქონია, რომ რუსული კანონები დამერღვია. ეს არის შეცდომა, რომელიც გაუაზრებლად დავუშვი. იმედი მაქვს, აღნიშნული ზეგავლენას სასამართლოზე არ მოახდენს. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს გუნდელებს, გულშემატკივრებს, ჩემს ოჯახსა და საოცარ მეუღლეს" - განაცხადა გრინერმა სასამართლოზე.
ბრიტნი სკანდალური პირადი ცხოვრებითაც არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ის და მისი ცოლი ჩერელ უისტონი, მოგვიანებით გრინერი, ერთმანეთს ბეილორის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის დროს შეხვდნენ, თუმცა მათი ურთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რომ ბრიტნი 2016 წელს ყოფილ მეუღლეს, გლორი ჯონსონს დაშორდა.
წაიკითხეთ სრულად