უკვე წლებია, „ბიბლუსი“ ის ადგილია, სადაც ძალიან ბევრი ბავშვის წინასასკოლო სამზადისი იწყება. წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელი წელსაც ტრადიციულად სასკოლო პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს. მათი შეძენა 15 აგვისტოდან „ბიბლუსის“ ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, სასკოლო ნივთებზე მოთხოვნა უკვე თვალსაჩინოა. ეს გარკვეულწილად 2-წლიანი პანდემიის შედეგია, რადგან ახლა მოსწავლეები მეტი ენთუზიაზმითა და მოტივაციით ემზადებიან სკოლაში დასაბრუნებლად. ბავშვებისთვის დიდი გულისყურით შერჩეული თითოეული ნივთი სასიამოვნო ემოციებთან, სკოლასთან, სწავლასთან, წარმატებასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა სასკოლო სამზადისისთვის განსაკუთრებული კომფორტი შეუქმნან. ეს კი შესაძლებელია „ბიბლუსში“, რადგან ერთ სივრცეში მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი სხვადასხვა საფასო სეგმენტიდან.
„ბიბლუსში“ MILAN-ის, PONTO-სა და PASO-ს სასკოლო ჩანთები და სხვა პროდუქციაა ხელმისაწვდომი. ესპანური ბრენდი MILAN პოპულარული და მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ბიბლუსი“ ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლებია საქართველოში. MILAN გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მისაღებით ფასებით. სწორედ ამიტომ მომხმარებლის დიდ ნდობას იმსახურებს.
აგრეთვე ძალიან პოპულარულია ქართული ბრენდი PONTO, რომელიც ქართულ ბაზარზე საუკეთესო ფასებითა და კარგი ხარისხით გამოირჩევა. ბრენდის შექმნაზე მუშაობს დიზაინერების გუნდი, რომელიც ყოველწლიურად ახალ, ფერად და მიმზიდველ კოლექციებს სთავაზობს ყველა ასაკის მომხმარებს. PONTO–ს ასორტიმენტში შედის როგორც საბავშვო, ასევე საოფისე–საკანცელარიო პროდუქცია.
რამდენიმე წელია, „ბიბლუსის“ ქსელში გამოჩნდა პოლონური ბრენდი PASO, რომელმაც მალევე დაიმსახურა მომხმარებლის მოწონება და დიდი მოთხოვნით სარგებლობს. PASO-ს ბრენდის ქვეშ წარმოდგენილია საბავშვო პროდუქცია: ზურგჩანთები, პენლები, წელის ჩანთები, საქაღალდეები და სხვა.
მომხმარებელს სამივე ბრენდის უახლესი კოლექცია ელოდება „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და ვებგვერდზე.
R