"მთავარმა არხმა" დედის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ბიჭის ჩვენება მოიპოვა.
შსს-ს ინფორმაციით, 13 აგვისტოს 17 წლის ბიჭმა 34 წლის დედა დანით მოკლა, რაშიც მეგობარი ეხმარებოდა. სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.
"მე რამილ ნასიბოვს მოვუყევი და გავანდე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რაც მქონდა მიღებული. მე მას ვუთხარი, რომ ვაპირებდი დედაჩემის მოკვლას ფანჯრიდან გადმოგდების გზით. მე მას ვთხოვე, რომ წამოსულიყო და ასეთ სიტუაციაში მარტო არ დავეტოვებინე და იგი დამთანხმდა. სტუმრების წასვლის შემდეგ, ჟალამ დაიწყო სუფრის ალაგება და სამზარეულო ოთახში ნივთების გადატანა, სწორედ სამზარეულო ოთახში არის ის ფანჯარა, საიდანაც მე და რამილს დაგეგმილი გვქონდა ჟალას გადაგდება", - ამბობს ბრალდებული..
წყარო: palitravideo.ge