სიახლე

საუდის არაბეთში ქალს სოციალური ქსელის გამოყენებისთვის 34-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - ნახეთ სასამართლოს სასტიკი გადაწყვეტილება

საუდის არაბეთში ქალს სოციალური ქსელის გამოყენებისთვის 34-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - ნახეთ სასამართლოს სასტიკი გადაწყვეტილება

სა­უ­დის არა­ბეთ­ში 34 წლის არაბ ქალს, რო­მე­ლიც Twitter-ის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის გა­სულ წელს და­ა­კა­ვეს, 34 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ქა­ლის და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ მას "ტვი­ტერ­ზე" უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი­სა და აქ­ტი­ვის­ტე­ბის ან­გა­რი­შე­ბი ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი.

სალ­მა ალ-შე­ჰა­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში ცხოვ­რობ­და და ლიდსის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი იყო. ის მა­შინ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც არ­და­დე­გე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად სახ­ლში დაბ­რუნ­და. სალ­მას, რო­მე­ლიც ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დე­დაა, თავ­და­პირ­ვე­ლად, 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სალ­მამ "აქ­ტი­ვის­ტე­ბის Twitter ან­გა­რი­შე­ბის თვალ-ყუ­რის დევ­ნე­ბით და მათი პოს­ტე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვა და

სა­მო­ქა­ლა­ქო და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია სცა­და."

მაგ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ორ­შა­ბათს მას ახა­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა - 34 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

შე­ჰაბს "ტვი­ტერ­ზე" 2597 გა­მომ­წე­რი ჰყავ­და და კო­ვი­დის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა და მისი შვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბის გარ­და, ხან­და­ხან არა­ბი დი­სი­დენ­ტე­ბის პოს­ტებ­საც აზი­ა­რებ­და.

სა­უ­დის არა­ბეთ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ დაგ­მო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მათი თქმით, ეს არის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი პა­ტიმ­რო­ბა, რო­მე­ლიც აქამ­დე რა­ი­მე მსგავ­სი სა­ხის "და­ნა­შა­უ­ლის­თვის" მი­უს­ჯი­ათ.

მათ­სა­ვე გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რომ ბევ­რი ქალი გახ­და ამ­გვა­რი უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის მსხვერ­პლი, რის შე­დე­გა­დაც, მათ და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯათ და მათ­ზე "სას­ტი­კი წა­მე­ბა" და სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბაც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

ambebi.ge

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93