დიდი ბრიტანეთის მონარქი ელისაბედ II, რომელიც 8 სექტემბერს გარდაიცვალა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. მისი პერსონალური ქონების მთავარ ნაწილს ხელოვნების ნიმუშები, სამკაულები და უძრავი ქონება წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მას არ გააჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ მათგან რაიმე სარგებელი მიეღო, რომ აღარაფერი ვთქვათ მათი გაყიდვის უფლებაზე. ეს ყველაფერი მონარქის კერძო საკუთრებას არ წარმოადგენს, მომავალი თაობებისთვის არის განკუთვნილი და როგორც წესი, ისინი მომდევნო მეფეს გადაეცემა მემკვიდრეობით.
დედოფლის პირადი ქონება "ფორბსის" მიერ 500 მილიონ დოლარადაა შეფასებული. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ უმეტესი ნაწილი მეფე ჩარლზ III-ს გადაეცემა მემკვიდრეობით. რაც შეეხება მთლიანად დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქონებას, 2017 წლის მონაცემებით, ყველაფრის ფასი 88$ მილიარდს აღემატება.
მიუხედავად ყველაფრისა, დედოფლის ქონების ფასი ოფიციალურად არასდროს გამჟღავნებულა. როგორც Guardian-ი იტყობინებოდა, დედოფალი 1970-იან წლებში ბრიტანეთის მთავრობას ლობირებდა, რომ მისი პირადი ქონება, კანონპროექტის შეცვლის გზით, საზოგადოებისგან დაეფარა, რასაც იმით ხსნიდა, რომ ამის გამჟღავნება უხერხული იყო.
- დედოფლის პირადი შემოსავლის წყაროები
არსებობს გამოთქმა, რომ სიკვდილი და გადასახადები გარდაუვალი რამაა, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს მონარქი კანონით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
2015 წელს გამოქვეყნებული სიის მიხედვით, დედოფლის პირადი შემოსავლის ძირითადი წყარო ლანკასტერის საჰერცოგო იყო. ეს კერძო ქონებაა, რომელიც გამეფებული მონარქისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ის 652 მილიონ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული. Times-ის თანახმად, იმის გამო, რომ ეს მონარქის განუყოფელი ქონებაა, ის დედოფლის ანდერძში არ გამოჩნდებოდა და უბრალოდ, მემკვიდრეზე გადავიდოდა, გადასახადის გადახდის გარეშე.
სამეფო ოჯახი აგრეთვე აგროვებს გადასახადებს სუვერენული საგრანტო აქტიდან, იგივე გადასახადების გადამხდელთა ფონდიდან, რომელიც გამოიყენება სამეფო სასახლეების მოსავლელად და სამეფო მოვალეობების შესასრულებლად, როგორებიცაა ოფიციალური მიღებები და მოგზაურობა. გრანტი წლიურად 100 მილიონ დოლარს შეადგენს.
წაიკითხეთ სრულად