სიახლე

„სხვა შემთხვევაში დროს არ დავკარგავდი და ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს არც ყურადღებას მივაქცევდი” – რას წერს სალომე ზურაბიშვილი მის მიმართ გაკეთებული ნეგატიური კომენტარების შესახებ

„სხვა შემთხვევაში დროს არ დავკარგავდი და ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს არც ყურადღებას მივაქცევდი” – რას წერს სალომე ზურაბიშვილი მის მიმართ გაკეთებული ნეგატიური კომენტარების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც ბრიტანეთში მის ჩაცმულობას ეხებოდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სხვა ყველა შემთხვევაში დროს არ დავკარგავდი და ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს არც ყურადღებას მივაქცევდი და არც რამე რეაქციას მივცემდი, მაგრამ ჩემ გამო არ მინდა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ფოტოგრაფი გია აბდალაძე გააკრიტიკონ.

Westminster Abbey-ში ძალიან მკაცრად იყო აკრძალული ფოტოგრაფების შემოშვება. ეს სურათი ცერემონიის დასრულების შემდეგ ექსპრომტად, სხვისი გადაღებულია. გიას ჩვეულებრივად უნაკლო სურათები (ფოტოგრაფიულ ხარისხზე ვსაუბრობ და არა ჩემზე) მოგვიანებით
დაიდო. ისე კი მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი" - წერს სალომე ზურაბიშვილი.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93