სიახლე

ვინ იყო 22 წლის ქალი, რომელიც ირანში ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავეს და მოგვიანებით გარდაიცვალა

ვინ იყო 22 წლის ქალი, რომელიც ირანში ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავეს და მოგვიანებით გარდაიცვალა
მაშინ, როცა 22 წლის მაჰსა ამინი 13 სექტემბერს ოჯახთან ერთად დასავლეთ ირანიდან დედაქალაქში მიემგზავრებოდა, ის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც ის სამ დღეში გარდაიცვალა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალი ნაცემი იყო, რასაც უარყოფს ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო. პოლიციაში აცხადებენ, რომ ამინი შეუძლოდ გახდა, როდესაც ის სხვა დაკავებულ ქალებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იცდიდა.

ქალის გარდაცვალებას ირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა. საპროტესტო აქცია გარდაცვლილი მაჰსა ამინის
მშობლიურ ქალაქ საყეზში გაიმართა, რომელიც ირანის ქურთისტანის პროვინციაში მდებარეობს. გარდაცვლილი ახალგაზრდის დაკრძალვის ცერემონიაზე მოქალაქეები ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩავიდნენ. პროტესტმა მალევე მიიღო უფრო მასშტაბური სახე და სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა. ამ შემზარავი ფაქტის შესახებ სხვადასხვა პლატფორმაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთმა ადამიანმა გამოაქვეყნა ვიდეო. 


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93