სიახლე

თარიღი, რომელიც ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს არ უნდა გამორჩეთ

თარიღი, რომელიც ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს არ უნდა გამორჩეთ
ყავის, ჩაის, ლუდისა თუ სხვა სასმელებისგან განსხვავებით, ღვინის წარმოშობაზე უამრავი ლეგენდაა გავრცელებული. სავარაუდოდ, წითელი ღვინის ისტორიას იგივე ასაკი აქვს, როგორც თეთრ ღვინოს, მაგრამ ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს.
გავრცელებული ვერსიით, მეღვინეობის გაჩენა ამიერკავკასიას უკავშირდება. თანამედროვე საქართველოსა და სომხეთის მიწებზე მეღვინეობის ხელოვნება ჯერ კიდევ 4000 წლის წინ იყო განვითარებული. უძველესი დროიდან საქართველო ვაზის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი კერა და კულტურული მევენახეობის აღიარებული სამშობლო იყო.

ქართველი ხალხი ათასწლეულების მანძილზე ქმნის მეღვინეობის საკუთარ კულტურას, ავითარებს როგორც სუფრის (კახური,
იმერული, რაჭა-ლეჩხუმური და სხვ.), ასევე ბუნებრივად ტკბილი, ცქრიალა და სადესერტო ღვინოების მომზადების ტექნოლოგიურ მეთოდებს.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაღალი ღირებულებისა და მრავალი სახეობის ღვინო თითქმის მთელ მსოფლიოშია ცნობილი და დიდი რეპუტაციითაც სარგებლობს.

ღვინის მიმართ ხალხის ინტერესი და სიყვარული საუკუნეების მანძილზე არ განელებულა. ამ სასმლისა და ქართული კულტურის მოყვარულებისათვის, თბილისში (სიონის ქუჩა, შარდენი) წელს უკვე მეოთხედ იმართება ტრადიციად ქცეული „ქართული ღვინის ფესტივალი 2022“. ორგანიზატორების თქმით, პანდემიის გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ კიდევ უფრო მეტ სტუმარსა და ამაღლებულ განწყობას ელოდებიან.

„ქართული ღვინის ფესტივალი“ უკვე ტრადიციაა, რომელიც ღვინობისთვეში არაერთ ადგილობრივ ღვინის მოყვარულსა და ტურისტს ერთ სივრცეში მასპინძლობს, ჩუქნის მათ დადებით ემოციებსა და აცნობს ქართულ ნაწარმს. 8 ოქტომბერს მეიდანზე მოსულ სტუმრებს ნამდვილ ზეიმს ვპირდებით. ეს იქნება ქართული ფოლკლორის, კვების კულტურისა და ქართველი მეწარმეების არაჩვეულებრივი პრეზენტაცია“, - აღნიშნავს მარიამ აბდუშელიშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად გა­და­დით ბმულ­ზე.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მის­წე­რონ „ფე­ის­ბუქგვერ­დზე": ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი • Georgian Wine Festival ან დარ­ე­კონ ნო­მერ­ზე: +995 598 782 842


R

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93