სიახლე

დაკარგული კბილის აღდგენის თანამედროვე შესაძლებლობები

დაკარგული კბილის აღდგენის თანამედროვე შესაძლებლობები
ლამაზი ღიმილი თქვენი იმიჯის უმნიშვნელოვანესი შტრიხია. მომხიბვლელ ღიმილს და თავდაჯერებულობას ჯანმრთელი კბილები განსაზღვრავს. ესთეტიკური ფაქტორის გარდა, კბილებს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი აკისრია. ხანგრძლივი პერიოდით უკბილოდ ყოფნა სხვადასხვა ტიპის გართულებას იწვევს.

დაკარგული კბილის აღდგენის მიმართულებით, ორთოპედიული სტომატოლოგია მუდმივად იხვეწება და ვითარდება, იქმნება როგორც მეთოდები, ისე სამუშაო მასალები და აპარატურა. მოსახსნელი თუ მოუხსნელი კონსტრუქციები ძალიან აქტუალური საკითხია და მუდმივად საზოგადოების დაინტერესებას იწვევს. ამ საკითხზე დეტალურად სასაუბროდ სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრ „სმაილ სტუდიოს“ მივმართეთ. ეს გახლავთ
კლინიკა, რომელიც სტომატოლოგიისა და ესთეტიკური მიმართულების სრულ სპექტრს აერთიანებს. კლინიკა საერთაშორისო სტანდარტებით, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდით გამოირჩევა ბაზარზე.

„სმაილ სტუდიოს“ ექიმი-ორთოპედი გენო ახალაძე დაკარგული კბილის აღდგენასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება.


- რა შემთხვევაში სჭირდება პაციენტს ორთოპედიული მკურნალობა?

- პაციენტმა ორთოპედს უნდა მიმართოს, როდესაც მას აწუხებს: კბილის პათოლოგიური ცვეთა, დისკოლორიტი ანუ ფერშეცვლილი კბილები, სრული ან ნაწილობრივი ადენტია, ანუ უკბილობა, დარღვეული თანკბილვა, გვირგვინის დეფექტი, რომელიც არ ექვემდებარება ბჟენით რესტავრაციას და ესთეტიკური დისკომფორტი.

დასახელებულ შემთხვევებში უნდა მიმართოთ ორთოპედიულ მკურნალობას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხელოვნური კონსტრუქციებით დანაკლისი კბილების, კბილთა მწკრივების დარღვეული ფუნქციური და ესთეტიკური აღდგენა.

- როგორია თანამედროვე ორთოპედიის მიღწევები და შესაძლებლობები?

- „სმაილ სტუდიოში“ პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე მოსახსნელ და მოუხსნელ კონსტრუქციებს, როგორებიცაა: სხვადასხვა სახის და მასალის ნაწილობრივი ან მთლიანი პროთეზები, ხიდები და ერთეული გვირგვინები, მეტალოკერამიკის, ცირკონოკერამიკისა და პრესკერამიკის გვირგვინები. თანამედროვე ორთოპედიაში უპირატესობა ენიჭება იმ მასალას, რომელიც კბილის ბუნებრივ ფერსა და მინანქრის სტრუქტურასთანაა ახლოს. კონსტრუქციები მზადდება მაღალესთეტიკური უმეტალო კერამიკისგან და ცირკონის ოქსიდისგან ციფრული მეთოდით. ეს უკანასკნელი გულისხმობს მაღალ სიზუსტეს და დამზადების უმოკლეს დროს. კბილის დიზაინი იქმნება სახის პარამეტრების გათვალისწინებით, რაც უფრო ბუნებრივს და მიმზიდველს ხდის. ვიზიტზე მისული პაციენტი ექიმთან ერთად შეარჩევს მისთვის ოპტიმალურ, სასურველ და ხელმისაწვდომ კონსტრუქციას.

- რამდენად გამძლეა თანამედროვე ორთოპედიული კონსტრუქციები?

- სათანადოდ დამზადებული და მორგებული ხელოვნური კონსტრუქციები გამძლეა და წლების განმავლობაში ემსახურება პაციენტს, თუმცა გამოყენების ხანგრძლივობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იცავს პაციენტი პირის ღრუს ჰიგიენას და რამდენად რეგულარულად დადის პროფილაქტიკურ ვიზიტებზე სტომატოლოგთან.

„ერთად შევქმნათ თქვენი სრულყოფილი ღიმილი!“ - ეს კი ჩვენი დევიზია.

R

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
123
ფასი?
12:01 / 05-10-2022
გამოხმაურება / 1 /
მარინა
არცერთი კბილის ქონის შემთხვევაში,როგორ ეხმარებით და რას სთავაზობთ პაციეტს?
13:29 / 07-10-2022
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93