თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
დღეს, 18 ოქტომბერს, თიკა ფაცაცია იუბილარია, ის 41 წლის გახდა. მას დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს მსახიობი და ტელეწამყვანი არჩილ სოლოღაშვილი:
„ნახევარი ცხოვრების გზა ერთად გავლიეთ და კიდევ რამდენია გასავლელი. გილოცავ, თიკა, ასე იკაშკაშე სულ. მიყვარხარ“, – წერს არჩილ სოლოღაშვილი.
ტელეწამყვანს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ გუნდმა, რამაც თიკას გული აუჩუყა:
„აი, ასეთი გუნდი მყავს მე, მიწყობენ გულისამაჩუყებელ სიამოვნებას და სიურპრიზებს. გული მიგრძნობს, რაღაც მელოდება კიდევ.. არჩილი უკრავს” - ამბობს თიკა. მან სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა და კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაიხადა:
„ყველა ადამიანს ეკუთვნის ეს დღე წელიწადში და მინდა ყველასთვის ბედნიერი და გამორჩეული იყოს დაბადების დღე. რა იწვევს ამ გამორჩეულებს? აი, სწორედ ეს სითბო და სიყვარული, რომლითაც თვალებში შეხედავთ იუბილარს. მე ეს ვიგრძენი დილას, 6 საათიდან“ - წერს თიკა.