არსებობს ერთი გამონათქვამი: - „დრო არ უცდის ადამიანს. ის, რაც იყო გუშინ - უკვე ისტორიაა. რა იქნება ხვალ - არავინ იცის. დღევანდელი დღე კი საჩუქარია!“
დრო - აბსტრაქტული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს ცხოვრებაში. ზოგჯერ ძალიან მკაფიოდ აცნობიერებ, რომ ცხოვრება გადის, თან ძალიან სწრაფად. ადამიანები ხშირად განვიცდით წვრილმან წარუმატებლობებს, მაგრამ იშვიათად ვდარდობთ იმაზე, რომ ყოველ წამს ცხოვრების წამს ვკარგავთ.
ჩვენი ცხოვრების აჩქარებული რეჟიმიდან გამომდინარე, ვცდილობთ დღის მანძილზე მოვასწროთ ყველაფერი: სამსახურის და სახლის საქმეები. უამრავ დროს ვკარგავთ ფუჭად და სტრესული დღის ბოლოს იშვიათად ვუთმობთ დროს ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს - საკუთარ თავს. არადა, რეალურად, ნახევარი საათიც საკმარისია იმისთვის, რომ დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარო. მთავარი დროის სწორი მენეჯმენტია.
მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დრო, რომელსაც სამსახურიდან დაბრუნებული სუპერმარკეტში შესვლის დროს ხარჯავთ. ნაცვლად იმისა, რომ მაღაზიაში პროდუქტების არჩევასა და სალაროსთან რიგში დგომაში დაკარგოთ მინიმუმ 20 წუთი, შეგიძლიათ ზუსტად იმავე ფასად გამოიძახოთ იგივე პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად და დაზოგილი დრო ნაყოფიერად გაატაროთ. ამას „2 ნაბიჯის“ ონლაინმაღაზიის სერვისით შეძლებთ. სასურველი პროდუქტების გამოძახება იგივე ფასად მხოლოდ 2 „კლიკით“ შეგიძლიათ. ასევე, ჩვეულებრივ შეძლებთ ისარგებლოთ მაღაზიაში წარმოდგენილი აქციებით.
გამოძახება შესაძლებელია როგორც ვებსაიტის, ისე აპლიკაციის საშუალებით IOS და Android სისტემებისთვის.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ 25 წუთში, კურიერის მოსვლამდე:
დაკავდით მედიტაციით
მედიტაციას შეუძლია ახალი და საინტერესო სამყარო აღმოგაჩენინოთ, გაგათავისუფლოთ შფოთვისა და სტრესისგან. მას საოცრად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. მედიტაცია დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი.
იპოვეთ მშვიდი, სასიამოვნო ადგილი, სადაც არავინ შეგაწუხებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა მშვიდი ატმოსფერო გადამწყვეტი ფაქტორი იყოს წარმატებული მედიტაციისთვის. დასაწყისისთვის, ეს შეიძლება იყოს თქვენი ოთახი. გაიკეთეთ ყურსასმენები და მოძებნეთ youtube-ზე სასურველი მედიტაცია (მანტრა). მედიტაცია უნდა დაიწყოთ დასვენებით. პირველ რიგში, ფიზიკური სხეულის რელაქსაცია, რასაც მოჰყვება რიტმული სუნთქვის ვარჯიში. აანთეთ სურნელოვანი სანთლები, უსმინეთ მანტრას ან მშვიდ მუსიკას (ბუნების ხმები). მიიღეთ კომფორტული პოზა (ლოტუსის ან დაწექით გულაღმა). მოდუნდით, ისუნთქეთ ღრმად და მშვიდად. მოუსმინეთ და მიჰყევით გიდის მითითებებს.
მოუარეთ ოთახის მცენარეებს
ოთახის მცენარე გაიზარდა და აღარ ეტევა პატარა ქოთანში? მათი მორწყვა ხშირად გავიწყდებათ? - დადასტურებულია, რომ მცენარეებთან კონტაქტი დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე. 25 წუთი საკმარისი დროა საიმისოდ, რომ თქვენს მწვანე მეგობრებს მოუაროთ. მორწყეთ, დანამეთ/გაწმინდეთ მცენარის ფოთლები, გადარგეთ ან შეუცვალეთ ადგილი. სიახლეები, თუნდაც უმნიშვნელო, ძალიან დადებითად მოქმედებს ჩვენს ხასიათზე.
ჩაიტარეთ სახის რუტინა
სახის სრულყოფილი რუტინა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანი ჯანსაღად გამოიყურებოდეს, მაგრამ შეიძლება ყოველდღიურად ვერ იტარებდეთ საჭირო პროცედურებს. 25 წუთში მოასწრებთ კანის გაწმენდას სახლის პირობებში, დამატენიანებელი ნიღბის დადებას და ყველა საჭირო საფეხურის ჩატარებას. როცა სახის კანი სუფთა, მოვლილი და დატენიანებულია, თავს უფრო სასიამოვნოდ და დასვენებულად იგრძნობთ.
მოქსოვეთ/დახატეთ
დაუთმეთ დრო ჰობის. თუ ქსოვა იცით - მოქსოვეთ, თუ ხატვა გეხერხებათ - დახატეთ. ჰობი, რომელიც გსიამოვნებთ, ცხოვრებას უფრო სრულყოფილს ხდის. თუ ჯერაც არ გიპოვიათ იგი, აუცილებლად იპოვეთ. მოსინჯეთ ძალები სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს კულინარია, მებაღეობა, ფოტოგრაფია თუ სხვა.
ეთამაშეთ შინაურ ცხოველებს
თუ შინაური ცხოველი გყავთ, ის, სავარაუდოდ, მთელი დღე თქვენ გელოდებათ. ითამაშეთ მასთან ერთად ან გარეთ გაისეირნეთ. ეს დაგეხმარებათ განტვირთვაში და ნეგატიური შეგრძნებებისგან გათავისუფლებაში.
როგორც ხედავთ, 25 წუთში უამრავი სასარგებლო რაღაცის გაკეთებაა შესაძლებელი. შეგიძლიათ მიალაგოთ სახლი, მიიღოთ შხაპი, დაწეროთ ან წაიკითხოთ საინტერესო წიგნი... სასურველი პროდუქტების მოტანის შემდეგ კი მოამზადოთ რაიმე სწრაფი და გემრიელი - ნაყოფიერი მოქმედებების სია მართლაც უსასრულოა. მთავარია, თქვენ თავად მართოთ დრო და არა პირიქით!