სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჟურნალისტ ედო ჯავახაძის განცხადებას, რომელიც წერდა, რომ თამარ მაყაშვილთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეოს გამო დანაშაულის გრძნობა აწუხებს:
„კარგი, გვეყო მართლა და მართლა. ყოველგვარ საზღვრებს სცდება ეს თავდასხმა უკვე. მოიხადა ბოდიში და სხვა ლოგიკური დასასრული ამ ამბავს ვეღარ ექნება.
2 დღეა ვფიქრობ, ჩემსა და მაყაშვილს შორის მიმოწერის გამოქვეყნების სისწორეზე. აღარ ჩერდება ამ ადამიანზე წნეხი, თვითონაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ყველა ვხედავთ. ზიარდება ეს ვიდეო და დანაშაულის გრძნობა მაწუხებს უკვე, ამიტომ ვიდეოს ვშლი.”
ამ პოსტს თავად თამარ მაყაშვილიც გამოეხმაურა:
უკვე საკმარისია? როგორ გავიგოთ? აქამდე არ იყო და დაგროვდა აივსო კოკა შიგან? ბარემ ისიც მიაწერეთ, ედო, ვისი დავალებით იყო ეს ყველაფერი? ჩვენ უკვე ვიცით! ვგონებ, ასე აჯობებს ყველასთვის! სჯობს გვიან, ვიდრე არადროს, რისთვისაც იყო, ისიც მიაწერეთ, ხალხი რომ დაკვალიანდეს და გაერკვეს! ნუ დამაწერინებთ მე! და რა ტალღის აგორებასაც სჭირდებოდა ეს ყველაფერი სირცხვილია უბრალოდ, ჩემი ასე უნებლიედ გამოყენება! მე მაპატიეთ, მაგრამ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ახლა მეც ვეღარ შევიკავე თავი! ბუმერანგის პრინციპია! მე გამწირეთ, მაგრამ არ გამოვიდა, საზოგადოების 80%-მა არ გაიზიარა, რისთვისაც მადლობელი ვარ მათი!“, – წერს თამარ მაყაშვილი.