- არაშენდაში ჩემს მეგობრებთან სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ეს სოფელი საგურამოდან ხუთი წუთის სავალზეა. პირველ რიგში, საგურამოსგან განსხვავებით, სიმშვიდემ მომხიბლა. ჩემთვის საგურამო ნაკლებად კომფორტულია დასასვენებლად იმიტომ, რომ ქალაქს წააგავს თავისი ცხოვრების წესით.

- როცა დაიწყეთ მშენებლობა, სირთულეები შეგხვდათ?
- ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელმა ადამიანმა, რომელთანაც მირონი მაკავშირებს და რომელიც არაერთი კეთილი საქმითაა ცნობილი, დამასაჩუქრა თანხით. ფაქტობრივად, მისი წყალობით ავაშენეთ სახლის მნიშვნელოვანი ნაწილი. არქიტექტორმა მეორე სართულის ტერასაზე (ახლა შემინულია) სახურავის დადგმა მოიფიქრა. ეს ერთი შეხედვით მომეწონა, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით თურმე, შეცდომას ვუშვებდით. სახლს იმერელი ხელოსნები აშენებდნენ. ერთ დღეს მე და მამა ხარაჩოზე ავედით. მამაჩემს ღია ტერასა უნდოდა, ხელოსნები კი უმტკიცებდნენ, რომ ბრტყელი გადახურვა იყო საჭირო, კიდევ რაღაც პრობლემები დაასახელეს და უთხრეს: თქვენ, ბატონო, მუსიკა გესმით კარგად, მშენებლობა კი ჩვენი საქმეაო. მამაჩემმა ფურცელი და ფანქარი ითხოვა, შეეკითხა - რამდენი იყო სიგრძე, სიგანე, სიმაღლე... დაჯდა, იანგარიშა და ძალიან ლამაზად დახაზა ფურცელზე, რაც საჭირო იყო.
წაიკითხეთ სრულად