სიახლე

„ჩემი ჰონორარით ავაშენე” – დაათვალიერეთ მაკა ზამბახიძის წყნეთის ულამაზესი სახლი ტყის პირას

„ჩემი ჰონორარით ავაშენე” – დაათვალიერეთ მაკა ზამბახიძის წყნეთის ულამაზესი სახლი ტყის პირას
მომღერალი მაკა ზამბახიძე ოჯახთან ერთად წყნეთში, პატარა და მყუდრო სახლში ცხოვრობს. ტყის პირას აშენებული სახლი მაკამ საკუთარი გემოვნებით მოაწყო და ის სირთულეებიც საკუთარ თავზე გამოსცადა, რაც მშენებლობასა და რემონტს უკავშირდება. ამბობს, რომ ქალაქის ხმაურს, დამღლელ რიტმს მოწყვეტილი, ციყვების და ტოროლების გარემოცვაში, ულამაზეს სახლში თავს ბედნიერად და მშვიდად გრძნობს.

- რატომღაც ვამჯობინე, რომ ქალაქისგან მოშორებით მეცხოვრა. დღეს ყველა მეკითხება, ხომ არ მიჭირს წყნეთიდან თბილისში სიარული. პირიქით, ძალიან მიადვილდება და დამღლელი დღის მერე აქ ძალიან მშვიდად და
წყნარად ვგრძნობ ხოლმე თავს. ხშირად ამოდის დედაჩემი და დიდ დროს ატარებს ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, მამაჩემი იშვიათად გვსტუმრობს. მუშაობს და თბილისში ურჩევნია ყოფნა, მხოლოდ დასვენების დღეებში გვეწვევა ხოლმე.

- რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ადგილი, სადაც დღეს ცხოვრობთ?

- უპირატესობა მივანიჭე გამწვანებას, ბუნებას, ჰაერს. ფაქტობრივად, ჩემი სახლი დგას ტყეში, რომელიც შემოფარგლულია ნაძვებით. ძალიან მსიამოვნებს გარემო, სადაც ახლა ვცხოვრობ. ჩემი ხშირი სტუმრები არიან ციყვები, დილით ტოროლას ხმა მაღვიძებს. გარდაუვალია ისე ჩაიაროს ზამთარმა, რომ არ მოთოვოს. გვყავს არაჩვეულებრივი მეზობლები, თუმცა ზამთარში ისინი თბილისში არიან. ზაფხულში ამოდიან და ყველა ერთად გამოვეფინებით ხოლმე გარეთ.

- რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი, მყუდრო კერა?

- კომფორტული და მყუდრო სახლი დიდი ფუფუნებაა სულიერი სიმშვიდისთვის. გააჩნია, ვისთვის რა არის კომფორტი. მაგალითად, ჩემთვის კომფორტია ის, როგორც დღეს ვცხოვრობ. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში, მისი სულიერი სიმშვიდისთვის აუცილებელი კრიტერიუმია კომფორტული და მასზე, მის ინტერესებზე მორგებული სახლი. ეს ჩემთვის ასოცირდება ბედნიერებასთან და სიმშვიდესთან. როდესაც დაღლილი, ენერგიაგამოცლილი მიდიხარ სახლში, იქ უნდა დაგხვდეს გარემო, სადაც დაისვენებ და განიტვირთები, დაივიწყებ ყოფით პრობლემებს.

წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93