სიახლე

"ბალენსიაგა" სკანდალში გაეხვია - რატომ იხდის ბოდიშს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდის სახლი

"ბალენსიაგა" სკანდალში გაეხვია - რატომ იხდის ბოდიშს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდის სახლი
მოდის სახლმა Balenciaga ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ Balenciaga Gift Shop-ის კამპანიაში არაეთიკური ფორმით გადაიღო ბავშვები, რომლებსაც ხელში დათუნია ტედი უჭირავთ, გარშემო კი ბრენდის აქსესუარები აწყვია. ფოტოებში ბავშვებს Balenciaga Kids-ის ხაზის სამოსი აცვიათ.

ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერია, რომ კამპანიის მიზანია, დაანახოს, რას იღებენ და გასცემენ ადამიანები საჩუქრად. კომპანიამ განაცხადა, რომ ხაზი შეიცავს "ათობით ახალ პროდუქტს, დაწყებული სახლის აქსესუარებით, დამთავრებული სუნამოებითა და საკოლექციო ნიმუშებით“.

ამ იდეაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ბავშვები, რომლებიც ბრედმა კამპანიისთვის
გამოიყენა. ერთ-ერთი ბავშვი ფოტოებზე გამოსახულია ღვინის ცარიელი ჭურჭლით, ზოგიერთ მათგანს კი ხელში დათუნია ტედი უჭირავს და საწოლზე დგას. აღნიშნულს Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ასე გამოეხმაურა: „ბალენსიაგამ ბოდიში მოიხადა, მაგრამ მე არ ვიღებ მათ ბოდიშს, რადგან ესაა მიზანმიმართული კამპანია ცნობადობის გაზრდისთვის, სადაც უხამსად იყენებენ ბავშვებს“.

სამშაბათს ბრენდმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა და თქვა, რომ კამპანია გაუქმებულია: „გულწრფელად ვიხდით ბოდიშს ნებისმიერი შეურაცხყოფისთვის, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენმა სადღესასწაულო კამპანიამ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტოგრაფმა გალიმბერტიმ ოთხშაბათს CNN-ს განუცხადა, რომ კამპანიის მიმართულება მისი მოფიქრებული არ იყო.

„მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო [ბალენსიაგას] არჩევანზე, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მე არ მქონდა უფლება რაიმენაირად მერჩია პროდუქტები, არც მოდელები და არც მათი კომბინაცია. როგორც ფოტოგრაფს, მხოლოდ და მხოლოდ მთხოვეს მოცემული სცენის განათება და კადრების გადაღება ჩემი ხელწერის მიხედვით“ - ამბობს ის.

"ბოდიშს ვიხდით ჩვენს კამპანიაში შემაშფოთებელი დეტალების ჩვენებისთვის. ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ვიღებთ სამართლებრივ ზომებს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბავშვების მიმართ ძალადობას ნებისმიერი ფორმით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბავშვების უსაფრთხოებას და კეთილდღეობას", - აცხადებენ კომპანიაში.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93